“აშშ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას”- კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი  კამალა ჰარისი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი განცხადებით, აშშ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

“უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ ვუერთდებით იმ საერთო ღირებულებების აღნიშვნას, რომლებსაც უკრაინელი ხალხი გაბედულად იცავს ყოველ დღე: დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.” – წერს კამალა ჰარისი.

მსგავსი თემები