სიცილიასთან იახტის ჩაძირვისას დაკარგული მეექვსე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

იტალიელმა მყვინთავებმა სიცილიასთან იახტა Bayesian-ის ჩაძირვისას დაკარგული მეექვსე ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი 18 წლის ჰანან ლინჩს ეკუთვნის, რომელიც მამასთან, მილიარდერ მაიკ ლინჩთან ერთად იმყოფებოდა იახტაზე. ჰანან ლინჩი იყო უკანასკნელი, მეექვსე დაკარგული ადამიანი, ვისაც იტალიელი მაშველები ეძებდნენ.

ხუთი ცხედარი, რომელთა შორის მილიონერი მაიკ ლინჩიც იყო, ზღვაში იტალიელმა მაშველებმა ორი დღის წინ აღმოაჩინეს.

უამინდობის გამო იახტის ჩაძირვის შესახებ 19 აგვისტოს გახდა ცნობილი. ინციდენტის დროს ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 15 ადამიანი, მათ შორის 1 წლის ბავშვი გადაარჩინეს.

მედიის ცნობით, კრუიზში წასვლა ლინჩის იდეა იყო. მან ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი სასამართლო დავის მოგების აღნიშვნა გადაწყვიტა.

მსგავსი თემები