ღამის სკოლები ჩინეთში    

ღამის სკოლები ჩინეთში ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა. ბიბლიოთეკებმა, კულტურულმა ცენტრებმა და სათემო ორგანიზაციებმა ქალაქ ჯინაში, აღმოსავლეთ ჩინეთის შანდონგის პროვინციაში სხვადასხვა ღამის სკოლები გახსნეს, რომლებიც  ახალგაზრდობის მოდურ ტენდენციად იქცა.

ღამის სკოლები გვთავაზობენ კურსებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საოფისე უნარები, მოკლე ვიდეო რედაქტირება, ცეკვა, ვოკალური მუსიკა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელნაკეთობები, სილამაზე, ფიტნესი, კალიგრაფია და ყვავილების ხელოვნება.

ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 8 საათიდან,  ჯინანის ბიბლიოთეკის მოკლე ვიდეო რედაქტირების კურსის საკლასო ოთახი ყოველთვის სავსეა სტუდენტებით, რომლებიც მასწავლებლის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ მოკლე ვიდეოს წარმოებასა და მონტაჟს.

ღამის სკოლები, რომლებიც პოპულარული იყო 1980-იან წლებში, როგორც არასამუშაო საათებში სწავლების საშუალება, ვარდნა განიცადა უმაღლესი განათლების გაფართოებასთან და ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. თუმცა, ბოლო დროს ღამის სკოლებმა ახალგაზრდებში მოწონება დაიბრუნა.

2023 წლის 28 დეკემბერს ბიბლიოთეკამ გამოუშვა ცხრა კურსისგან შემდგარი პირველი კურსდამთავრებულები,  მათ შორის მაკიაჟის გაკვეთილები დამწყებთათვის, ყავის დეგუსტაცია და დამზადება და სხვა.

ჯინანის ბიბლიოთეკა დაინტერესებულებს 58 ინიციატივას სთავაზობს, ჯინანის კულტურული ცენტრი კი 30-ზე მეტი ღამის სასკოლო კურსსს.

ჯინანის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ჟანგ ჯუნშანის თქმით, წელს ცენტრმა დაამატა ფიტნესის კლასები და ტრადიციული ჩინური მედიცინის ველნესი გაკვეთილები. ცენტრმა ასევე გაზარდა სასწავლო ადგილების რაოდენობა.

 

მსგავსი თემები