,,კამალა ჰარისის პრეზიდენტობამ აშშ ვენესუელას მსგავს ქვეყნად შეიძლება აქციოს” – კონგრესმენი ნიკოლ მალიოტაკისი

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ნიკოლ მალიოტაკისმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისის პრეზიდენტობამ აშშ ვენესუელას მსგავს ქვეყნად შეიძლება აქციოს.

„კამალ ჰარის მიერ შემოთავზებული ფასების კონტროლი, სწორედ ეს გააკეთა ვენესუელამ იმ ინფლაციის საპასუხოდ, რომელიც უგო ჩავესმა და ნიკოლას მადურომ შექმნეს. ამიტომაც არ აქვთ ვენესუელაში საკვები“, – აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა.

„მათ გაანადგურეს სამხრეთ ამერიკის უმდიდრესი ქვეყანა. ამიტომ ვერ დავუშვებთ კამალა ჰარისის არჩევას“, – განაცხადა ნიკოლ მალიოტაკისმა.

მისი თქმით, ამერიკელ ხალხს სურს დაუბრუნდეს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას.

„ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგს, რომ ამერიკა კვლავ უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და აყვავებული გახდეს“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები