უცნობმა პირებმა პაკისტანის პროვინცია პენჯაბში სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მოსწავლე დაიღუპა, ხოლო ექვსი ადამიანი დაშავდა.
„უცნობმა მამაკაცებმა სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, ორი ბავშვი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეექვსე დაშავებული ავტობუსის მძღოლია. დაღუპული ბავშვების ასაკი 10-დან 12 წლამდე მერყეობს.
ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თავდამსხმელებს ავტობუსის მძღოლთან პირადი უთანხმოება ჰქონდათ.
მომხდარი დაგმო პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ.
„თავდასხმა უდანაშაულო ბავშვებზე სასტიკი და სამარცხვინო აქტია“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.