ინდოეთში ფარმაცევტული ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

ინდოეთში, ფარმაცევტულ ქარხანაში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ აფეთქება ინდოეთის სამხრეთით, ანდრა პრადეშის შტატში მდებარე კერძო ფარმაცევტულ ქარხანაში შუადღისას მოხდა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი თემები