ჩიკაგოში, ისრაელის საკონსულოსთან დემონსტრაცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა

ჩიკაგოში ისრაელის საკონსულოსთან დემონსტრაცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ისრაელის საკონსულოსთან პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია ქალაქში დემოკრატიული პარტიის ყრილობის მეორე დღეს გაიმართა.

პოლიციის განმარტებით, მასშტაბურ დემონსტრაციას დაახლოებით 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გამოეყო და სამართალდამცველებს დაუპირისპირდა.

მსგავსი თემები