ერთ-ერთი ვერსიით, 15 წლის გოგოს დედოფლისწყაროს ხელოვნურ ტბაში დენმა დაარტყა

დედოფლისწყაროში სასწრაფო დახმარების ექიმები 15 წლის გოგოს გადარჩენას ცდილობენ. არასრულწლოვანი მეგობრებთან ერთად დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას 15 წლის გოგონა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაყავს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ერთ-ერთი ვერსიით, ხელოვნურ ტბაში ჩასულ გოგოს დენმა დაარტყა, თუმცა ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები