ალენ დელონის თხოვნა იყო, რომ მისი დაკრძალვა საჯარო არ ყოფილიყო

ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია დუშის კომუნაში გაიმართება, სადაც მსახიობმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა. ინფორმაციას ფრანგული მეწდია ავრცელებს. ამავე ცნობით, ალენ დელონის თხოვნა იყო, რომ მისი დაკრძალვა საჯარო არ ყოფილიყო.  შესაბამისად, ცერემონიას მსახიობის შვილები და ნათესავები დაესწრებიან.

მსახიობი  18 აგვისტოს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები