ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ლიდერებს დახმარება სთხოვა უკრაინაში გასაწვევი ასაკის მამაკაცების დაბრუნებაში, თუმცა უარი მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ლიდერებს დახმარება სთხოვა უკრაინაში გასაწვევი ასაკის მამაკაცების დაბრუნებაში, თუმცა უარი მიიღო.

„ზელენსკი ცდილობდა დახმარება მიეღო თავისი მოკავშირეებისგან უკრაინაში უფრო მეტი საბრძოლი ასაკის მამაკაცის დაბრუნებაში. ის ევროპელ კოლეგებს დახმარებას სთხოვდა ორმხრივი შეხვედრების დროს. თუმცა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ არ გააგზავნიან უკრაინაში ლტოლვილებს, ვიდრე ომი გრძელდება“, – ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.

Bloomberg ზელენსკის ქმედებებს იმით განმარტავს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს მხარი დაუჭიროს ომის შედეგად განადგურებულ ეკონომიკას და დაუპირისპირდეს რუსეთს.

თუმცა, ახლა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა მუშების დეფიციტს განიცდის. კერძოდ, არც პოლონეთს და არც ჩეხეთს არ სურთ უკრაინელების დაკარგვა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების სამშენებლო და სატრანსპორტო კომპანიებში უკრაინელები შეადგენენ თანამშრომელთა დაახლოებით 30%-ს.

გაეროს სააგენტოს მონაცემებით, 6 მილიონზე მეტი უკრაინელი საზღვარგარეთ ლტოლვილია.

მსგავსი თემები