მსოფლიოს უხუცესი ქალი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი ქალი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარია ბრანიას მორერა აშშ-ში 1907 წელს დაიბადა. ქალი ესპანეთში ცხოვრობდა.

გინესის მსოფლიო რეკორდი, როგორც მსოფლიოს უხუცეს ადამიას, მარიას 2023 წლის იანვარში მიანიჭეს, მას შემდეგ, რაც ფრანგი მონაზონი, ლუსილ რანდონი 118 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, მარიას გარდაცვალების შემდეგ, უხუცესი ადამიანის სტატუსს 116 წლის იაპონელი ტომიკო იტოოკა მიიღებს.

მსგავსი თემები