„ჩვენი და სააკაშვილის მომხრეების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა“ – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსა და პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ინტერესები რადიკალურად განსხვავებულია.

„ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი და სააკაშვილისა და მისი მომხრეების რადიკალური ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ჩვენი ინტერესია ამ ადამიანის ჯანმრთელობა, ეს ხალხი კი შეგნებულად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და მან ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება“, – აცხადებს მინისტრის რატი ბრეგაძე.

 

მსგავსი თემები