რუსეთის ბაშკირეთის რეგიონში ნავთობქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის ბაშკირეთის რეგიონში ნავთობქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

ბაშკირეთის მთავრობის ცნობით, ქარხანაში საწვავის მილსადენზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახერხეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

ცნობისთვის, ნავთობქიმიურ ქარხანაში საწვავის დანამატებსა და რეზინს აწარმოებენ.

მსგავსი თემები