„ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე უარი თქვა

„ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე შეთავაზებულ წინადადებებზე უარი თქვა. მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ ისრაელის ახალი მოთხოვნები მათთვის მიუღებელია. მათი თქმით, ეს მოთხოვნები მიზნად ისახავს მოლაპარაკების შეფერხებასა და ომის გახანგრძლივებას.

ცნობილია, რომ „ჰამასი“ უკმაყოფილოა ისრაელის სურვილით, შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა ღაზის სექტორის რამდენიმე პუნქტში, მათ შორის ფილადელფიის დერეფანში, რომელიც ეგვიპტის საზღვარზე გადის.

მსგავსი თემები