“მტკიცედ ვინარჩუნებთ პოზიციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„ვაწარმოებთ ძალიან რთულ მოლაპარაკებებს, ვინაიდან, მეორე მხარეს დგას მკვლელი, თავაწყვეტილი და ჯიუტი ტერორისტული ორგანიზაცია. არის სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ მოქნილობა, და არის სფეროები, სადაც მოქნილობას ვერ ვავლენთ და მტკიცედ ვდგავართ. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, როგორ განვასხვაოთ ეს ორი“- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი განმარტებით, იმ დიდი ძალისხმევის პარალელურად, რომელსაც ისრაელი გატაცებული მოქალაქეების დასაბრუნებლად ახორციელებს, ის მტკიცედ იცავს მის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს, რომელიც აუცილებელია ისრაელის უსაფრთხოებისთვის.

 

 

 

მსგავსი თემები