“ცნობები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არაკორექტულია”- უკრაინის საგარეო

“ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს”- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ გამოცემა “უკრინფორმთან” საუბარში.

„ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია. ეს ისეთივე მანიპულაციაა, როგორც წინა ცნობები მომდევნო წელს დახმარების ორჯერ შემცირების შესახებ” – განაცხადა ტიხიმ.

მან აღნიშნა, რომ გერმანიაში ნამდვილად გრძელდება საბიუჯეტო პროცესი, „რომელსაც ყურადღებით ვაკვირდებით.” მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტი ნოემბერში იქნება დამტკიცებული, და მხოლოდ მაშინ იქნება მომდენო წელს უკრაინის დახმარების დონე.

 

 

მსგავსი თემები