“ყოველდღე ველოდი რაღაც სიმწარეს და ესეც მოხდა”- უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მამა

“ვეუბნებოდით ჩამოდი, ჩამოდი, მაგრამ არ ჩამოდიოდა”- ამბობს უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის მამა, დავით გაგნიძე. მისივე თქმით, ბონდო გაგნიძე უკრაინაში ომის დაწყების დღიდან  იბრძოდა.

„3 კვირის დაწყებული იყო ომი, როცა წავიდა, რაც წასულია იმის შემდეგ არ ჩამოსულა, სულ იქ არის. ვეუბნებოდით ჩამოდი, ჩამოდი, მაგრამ არ ჩამოდიოდა. კავშირი, გვქონდა ტელეფონით ველაპარაკებოდით, სულ იძახდა კარგად ვარო. ომში წასული კაცი კარგად როგორ იქნებოდა ეს ჩემ დონემდე არ დადის. ის იქ იყო ომში და ოჯახი აქ ვიყავით ომში. ყოველდღე ველოდი რაღაც სიმწარეს და ესეც მოხდა. დონეცკში, შევიდნენ და იქ დაიღუპა. 30- ში უკვე დილით გარდაცვლილი იყო, ღამის 4 საათზე ჩაცხრილეს” – განაცხადა დავით გაგნიძემ.

მსგავსი თემები