,,უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება” – ზელენსკი

,,კურსკში ,,გაცვლის ფონდი” იზრდება. უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

,,მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციისა და კურსკის რეგიონში ჩვენი ოპერაციების შესახებ ანგარიშებს ვიღებ. რთული და ინტენსიური შეტაკებების მიუხედავად, ჩვენი ძალები კურსკის რეგიონში წინსვლას განაგრძობენ, იზრდება ჩვენი სახელმწიფოს “გაცვლის ფონდიც”.

უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება – იქ ინსპექციისა და სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება. ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავებაც გრძელდება.

გმირული სამსახურისთვის ჩვენი მებრძოლების მადლიერი ვარ. მზადება გრძელდება შემდგომი ნაბიჯებისთვის”, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები