გომისმთაზე მანქანა ხრამში გადავარდა

გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა ,,გურია ნიუსი” ავრცელებს და წერს, რომ გომისმთიდან ოზურგეთისკენ მიმავალი მანქანა ხრამში გადავარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები