ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება, სადაც შოკის მართვა შესაძლებელია

ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო „ფაიზერის“ ვაქცინისთვის მომზადებული მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდეს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აჭარაში ვაქცინაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გრძელდება.

სამედიცინო პერსონალს ხელახალი ჯავშანის გაკეთება 41 მრავალპოფილურ კლინიკაში შეეძლება. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართული სამედიცინო დაწესებულები: https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx…

იმუნიზაციის ცენტრებში ყველა კაბინეტი შოკის მართვის შესაძლებლობებითაა აღჭურვილი, რაც შეეხება ადრენალინს, ეპინეფრინის შემადგენელი ნივთიერებაა, რომელიც ნებისმიერ დაწესებულებაში არსებობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაფილაქსიური შოკის რისკების შეფასებისთვის მომზადებულია შესაბამისი პროტოკოლი.

ქვეყანაში არსებული „ასტრაზენეკას“ დოზებით ექიმების გარდა, შესაძლოა სხვა ჯგუფებიც აიცრან. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას მხარს უჭერს ევროპის მარეგულირებელი სააგენტო. ვაქცინაცია კოვიდ-19-ის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგაა შესაძლებელი

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

მსგავსი თემები