სოფელ დიღომში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

სოფელ დიღომში 30 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გიორგი ქობულაშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან მიაყენა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა.

დამნაშავე გაქცეულია, მას პოლიცია ეძებს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი თემები