“ჩემგან რა გინდათ? ჩემი მეორე სახელი მესიაა, მაგრამ სასწაულებს არ ვახდენ” – ბოლსონარო ჟურნალისტებს

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს შესაბამისი კითხვა დაუსვეს.

„და რა? ვწუხვარ, მაგრამ ჩემგან რა გინდათ? ჩემი მეორე სახელი მესიაა, მაგრამ სასწაულებს არ ვახდენ. ვწუხვარ იმ სიტუაციის გამო, რომელშიც ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის გავრცელების გამო. სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც ახლობლები დაკარგეს, რომელთა უმეტესობა ხანდაზმული ასაკის ხალხია, მაგრამ ასეთია ცხოვრება. ხვალ შეიძლება მე ვიყო მათ შორის“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 73 235 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 083 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები