„რასაც ვაკეთებ არის იმისთვის, რომ თქვენი გულები მოვიგო“- გივი მაჭარაშვილი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. როგორც მან ბრძოლის დასრულების შემდეგ თქვა, ყველაფერს ქართველი გულშემატკივრებისთვის აკეთებს.

“ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ არის იმისთვის, რომ თქვენი გულები მოვიგო. ყველა სათითაოდ, თითოეული ქართველი მიყვარხართ სიგიჟემდე, დანარჩენი, ხვალ ვნახოთ”- თქვა გივი მაჭარაშვილმა.

ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა. ოქროს მედლისთვის შეხვედრა ხვალ, 11 აგვისტოს გაიმართება.

 

გივი მაჭარაშვილმა მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა და ფინალში გავიდა

მსგავსი თემები