„უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს“- მედია

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი, Suspilne VoxCheck-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს.

სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჯარისკაცები ამბობენ, რომ სოფელი მათი კონტროლის ქვეშ არის, თუმცა ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.  ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ ვიდეო მართლაც პოროზში, სათემო ხელოვნების ცენტრის წინ, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით არის გადაღებული.

 

მსგავსი თემები