საქართველოში „ომიკრონის“ კიდევ რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოშიც ვრცელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით დღეს შტამის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საერთო ჯამში, ამ ეტაპისთვის „ომიკრონის“ 29 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდა აღნიშნულისა, ათეულობით შემთხვევებზე კვლევები მიმდინარეობა.

„5 ახალი შემთხვევა დაემატა დღევანდელ კვლევაში. ამ წუთისთვის,  გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ტყუილად არ მიიღო ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან შეაშფოთა მთელი სამყარო უკვე. მთელ რიგ ქვეყნებში მან ჩაანაცვლა 75%-ით „დელტა“ შტამი ამერიკაში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში საკმაოდ ბევრია“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები