“ღაზაში სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად 20 ტერორისტია ლიკვიდირებული”- ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ტერორისტი და „ჰამასის“ მაღალჩინოსანია ლიკვიდირებული. მათივე ინფორმაციით, სკოლის სალოცავ ოთახში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ აქტიური სამეთაურო პუნქტი მდებარეობდა.

რაც შეეხება თავდასხმის შედეგად 100-მდე პალესტინელის დაღუპვას, თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ციფრი ღაზის სექტორის სამთავრობო მედიის მიერ არის გაზვიადებული და „არ ემთხვევა თავდაცვის ძალებში არსებულ ინფორმაციას“.

მსგავსი თემები