გივი მაჭარაშვილი ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარშვილმა (97 კგ) მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე  11:0 დაამარცხა. ქართველი ფალავანი ფინალის საგზურისთვის თავის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს – ქართველი ფალავანი თავის  მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი, რომელშიც გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება.

გივი მაჭარაშვილი მეოთხედფინალშია

მსგავსი თემები