“დავთ გარეჯის საკითხთან დამოკიდებულება სრულად არის გამოხატული მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაში” – გია ვოლსკი

არ შეიძლება მეზობელ, მეგობარ ქვეყანას, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორიც არის აზერბაიჯანი რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს რომელიმე სიმაღლიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აქედან იმის თქმა, რომ სიმაღლე დავუთმეთ სტრატეგიული უსაფრთხოებისათვის არის აბსურდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„რასაკვირველია, ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ახლა ინტერპრეტაცია მიდის ყველა მედიასაშუალებებში, რომელიც პოლიტიკური პლატფორმიდან გვიტევს, თითქოს ვამბობთ, საზოგადოებას ვრაზმავთ და აგრესიას განვაპირობებთ კონკრეტული პიროვნებების მიერ, მე პირიქით ვამბობ. ესენი არიან მეორეხარისხოვანი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება, შეცდომა დაუშვეს, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხის მიმართ სრულად არის გამოხატული სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. გეოგრაფიის ან გეომეტრიის არცოდნა არის ის იმედი, რომელიც მას ჰქონდა როდესაც საზოგადოებას აპარებდა აი, ამ ვითომდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. პირველი – არ შეიძლება მეზობელ, მეგობარ ქვეყანას, სტრატეგიულ პარტნიორს როგორიც არის აზერბაიჯანი რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს რომელიმე სიმაღლიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აქედან იმის თქმა, რომ სიმაღლე დავუთმეთ სტრატეგიული უსაფრთხოებისათვის არის აბსურდი. აბსურდია ისიც, რომ მან სიმაღლის წინამდებარე ტერიტორია შეიძლება საქართველოს შემადგენლობაში დარჩეს, თუკი თავად სიმაღლე გადაეცა მეზობელ ქვეყანას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვსაუბრობ სტრატეგიულ პარტნიორ, მეგობარ ქვეყანაზე, აქედან გამომდინარე, სააკაშვილი მიუთითებს სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულ მიდგომაზე, რომელიც სავალდებულო წესით უნდა გაეთვალისწინებინა. ჩემი აზრით, არაპროფესიონალ ჯგუფს, რომელიც შერჩა ამ კომისიაში იმ პერიოდში სამუშაოდ, მაგრამ მე რას ვფიქრობ ამას არა აქვს მნიშვნელობა, თუკი არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება სასამართლოსი, რომელიც იქნება დასაბუთებული და ყველა მომრესაც, პროკურატურასაც და დაცვის მხარესაც მოუსმენს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, პროკურატურაში დავით დარჩიაშვილი რომ არის დაბარებული, ის ამბობს, რომ პოლიტიზირება ხდება საქმისო და სწორედ ამ ნიშნით დამიბარეს მეო, ვოლსკი აღნიშნავს, რომ დავით დარჩიაშვილმა რაღაც ისტორიული ფაქტები აურია და გადავიდა პოლიტიკურ შეფასებებში.

„დავით დარჩიაშვილი როგორც პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში არავის აინტერესებს. იგი ამბობს, რომ სტალინის დროს გადაეცა ეს ტერიტორია აზერბაიჯანს და სტალინის მემკვიდრეები, მათი ოპონენტები ყველა სტალინის მემკვიდრეები არიან, არიან ხალხი, ვინც ამას უგულველყოფს და არ არის ასე, ვინც არ უნდა იყოს დარჩიაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, მისი პოლიტიკური ბეგრაუნდი ამ შემთხვევაში არავის აინტერესებს, არის ფაქტი, არის შეთანხმება და ამ შეთანხმების დარღვევის წინაპირობები, სურათი გამოიკვეთა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ, დარჩიაშვილი იქნება თუ სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის აქრივსი იზებნება.  ამასთან, სააკაშვილის ეს განცხადება იძებნება საქართველოს პირველი არხის არქივში.

მსგავსი თემები