“უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება”- ჯოზეფ ბორელი

„უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას“- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ის რუსული ძალების მიერ ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს უჭერენ.

„ჩვენ ამ და სხვა ომის დანაშაულების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს ვუჭერთ. უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას“- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

 

მსგავსი თემები