იაპონიამ ჩინეთის მეთევზეთა ნავები დააკავა

იაპონიის მიერ ტაივანის მეთევზეების ნავების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ჩინეთი განცხადებას აკეთებს. როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ,   ჩინეთ-იაპონიის მეთევზეობის შეთანხმებით, იაპონიას მათი დაკავების უფლება არ ჰქონდა.

ტაივანის მეთევზეთა ნავი “Fu Yang 266” და “Fu Shen” იაპონიის მხარემ თევზაობის წესების დარღვევის გამო დააკავა. ჯარიმების გადახდის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. ტაივანის ხელისუფლება თვლის, რომ გემები არღვევდნენ იაპონიის თევზჭერის წესებს.

„ჩინეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინელი მეთევზეების, მათ შორის ტაივანის რეგიონის მეთევზეების კანონიერი ინტერესების დაცვას. ჩინეთ-იაპონიის მეთევზეობის შეთანხმების თანახმად, იაპონიას არ აქვს უფლება მიიღოს აღსრულების ზომები ჩინეთის მეთევზეთა გემების მიმართ შესაბამის წყლებში. ამის გამო ჩინეთმა გააპროტესტა და იაპონურ მხარეს სთხოვა დაუყოვნებლივ გამოასწოროს ჩადენილი ქმედება და მიიღოს ქმედითი ზომები მსგავსი ინციდენტების განმეორების თავიდან ასაცილებლად“ – აღნიშნავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

 

მსგავსი თემები