მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე, რომელიც სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” მანანას როლს ასრულებდა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.
„აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას…
პანაშვიდი კვირას და ორშაბათს , დაკრძალვა სამშაბათს 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ სარიტუალო დარბაზი)” – დაწერა შორენა მახარაძემ სოციალურ ქსელში.
ყველასთვის საყვარელ მსახიობს, მანანა ბებოს „ჩემი ცოლის დაქალების“ გადამღები ჯგუფი ემშვიდობება.