მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, 30 დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა დაანონსდა

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ძალადობის კიდევ ერთი ტალღისთვის ემზადება. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, 30 დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა დააანონსეს. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთის ხელისუფლება 6 000 სპეცრაზმელის მობილიზებას გეგმავს. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

“ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის დედაქალაქში წესრიგი დაიცვან.ჩვენ ვიცით იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დედაქალაქში მოძალადე ჯგუფების მიერ არის დაგეგმილი. მათ ღიად განაცხადეს, რომ არეულობისა და განხეთქილების მოწყობას აპირებენ. ჩვენს ქუჩებში ამას არ მოვითმენთ”- აცხადებენ ბრიტანეთის პოლიციაში.

მსგავსი თემები