ლაშა გობაძე მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე ოლიმპიადის მეოთხედფინალში, ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა. იმ შემთხვევაში თუ მისი ბულგარელი მეტოქე ფინალში გასვლას მოახერხებს, გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ექნება.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. 6 აგვისტოს ტურნირზე 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოთიშა.

მსგავსი თემები