,,უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მიმსი თქმით, მან პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო, ორი მოქალაქის დაღუპვა მიუსამძიმრა.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ განცხადებებს, ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება. ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი. უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი.

ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი სპეციალისტები, შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მივიღოთ წვდომა ყველა იმ მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია პარტნიორებისთვის და აფეთქების ადგილთან.

მთელი ჩვენი ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია. ჩვენ მას ვაძლევთ პარტნიორებს ღამიდან მოყოლებული, იმ პირველივე საათებიდან, როდესაც მსოფლიომ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები