გერმანიაში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ გერმანიის მოსელის მეღვინეობის რეგიონის შუაგულში მდებარე სოფელში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ადამიანები, ამ დრომდე, ნანგრევების ქვეშ რჩებიან.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი და ქალი დაიღუპნენ, სამი ადამიანი კი ნანგრევებში დარჩა.

ნანგრევების ქვეშ მყოფმა ადამიანებმა პოლიციასთან ტელეფონით დაკავშირება შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ჯერ კიდევ ნაწილობრივ ხელუხლებელია, ის მაინც 4 მილიმეტრით მოძრაობს საათში, რაც სამაშველო ოპერაციას ართულებს.

ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე, პარამედიკოსი, პოლიცია და ტექნიკური დახმარების მუშაკი, მათ შორის სპეცრაზმი, მაშველი ძაღლების ჯგუფები და დრონის დანაყოფები. ევაკუირებულია სასტუმროს სიახლოვეს მდებარე სამ სახლში მყოფი ადამიანები.

პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის, ნგრევის მიზეზი უცნობია.

მსგავსი თემები