„მეკარის ხელმოწერა აკლია“- ვიხილავთ თუ არა გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“?!

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათში გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდება. როგორც ერთ-ერთი სპორტული გამოცემა წერს, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და მის საბოლოო შესრულებას მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარის ხელმოწერა აკლია. ასევე, ცნობილი ხდება რომ “ლივერპული” ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაუხდის ვალენსიას, თუმცა ამ თანხაში არ შევა დამატებითი ხარჯები.

ტრანსფერის დადასტურების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი მოახლოებულ სეზონს პრემიერლიგის ბორნუთში გაატარებს, 2025 წლიდან კი “ლივერპულის” პირველი მეკარე იქნება. რაც შეეხება, ახლანდელ მთავარ მეკარეს, ალისონ ბეკერს, ის ერთი სეზონის შემდეგ საუდის არაბეთში გააგრძელებს თამაშს.

 

მსგავსი თემები