,,სწორი იყო, რომ ლატვიაში მობილიზაციას გამოქცეული რუსები არ შევუშვით”- ედგარ რინკევიჩსი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით,  ლატვიის გადაწყვეტილება, არ შეუშვას ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას გაქცეული რუსეთის მოქალაქეები, სწორი იყო. მისი თქმით, რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის ქმედებებს.

„სწორია, რომ არ შევუშვით ლატვიაში ისინი, ვინც რუსეთიდან გარბოდა, რათა მობილიზაციისთვის თავი აერიდებინათ. ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, როგორიცაა საქართველო, მიიღეს გაქცეულები და მათი რაოდენობა იქ ძალიან დიდია, სხვადასხვა შეფასებით, 100 ათასზე მეტი ადამიანი. ეს ქმნის გარკვეულ გამოწვევებს. ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ეს ადამიანები არ არიან ომის წინააღმდეგები, ისინი ომში საკუთარი მონაწილეობის წინააღმდეგ არიან, ეს კი სრულიად განსხვავებული რამეა“, – აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები