ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი

ევროპულმა საბჭომ Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში ეს რეგულარული გრანტებისა და სესხების პირველი ტრანშია, რომელიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას.

“დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ უკრაინამ სახსრების მიღებისთვის “უკრაინის გეგმაში” გათვალისწინებული ყველა საჭირო პირობები და რეფორმები დააკმაყოფილა. აღნიშნული რეფორმები ეხებოდა ფინანსების საჯარო მართვას, სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი კომპანიების მართვას, ბიზნეს გარემოს, ენერგიასა და განაღმვას. ასევე აღნიშნულია სახსრების რაც შეიძლება სწრაფად გადაცემის მნიშვნელობა უკრაინაში მძიმე ფისკალური ვითარებიდან გამომდინარე”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები