ირანმა საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების გადაადგილება შეზღუდა

ირანის ხელისუფლებამ საავიაციო განკარგულება NOTAM-ი გამოსცა, რომლის თანახმადაც ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში თვითმფრინავების გადაადგილება იზღუდება.

The Jerusalem Post-ის ცნობით, ირანის ხელისუფლება საჰაერო ხომალდებს ურჩევს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, დასავლეთში და ჩრდილო-დასავლეთში არ იფრინონ.

ამასობაში გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ გაავრცელა განცხადება, რომ ირანსა და ლიბანში 12 აგვისტომდე ფრენებს აჩერებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ელის, რომ ირანი ისრაელს 24-48 საათში თავს დაესხმება

მსგავსი თემები