,,უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო” – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ მსოფლიო ბანკის მეშვეობით ამერიკისგან 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, რომლის უკან დაბრუნებაც, დაფარვაც, არ მოუწევს.

,,ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები, სოციალური შეღავათები”, – განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს, მთლიანობაში კი უკრაინა წელს მიიღებს 7,8 მილიარდ აშშ დოლარს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით.

მსგავსი თემები