ლაშა გურული ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი მოკრივე ნახევარფინალურ ბრძოლაში კუბელ მეტოქესთან დამარცხდა. შესაბამისად, გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.

მსგავსი თემები