ქობულეთში მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებს შორის კამთი მკვლელობით დასრულდა

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. არსებული ცნობით, ტაქსის მძღოლმა მიკროავტობუსის მძღოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსი” 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები