„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ჩემპიონები გავხდეთ“- ეთერ ლიპარტელიანი

“ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ ისტორიული მედალი მომეპოვებინა”- ამბობს ეთერ ლიპარტელიანი , რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე მედალი ვერ მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდეს.

“ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ ისტორიული მედალი მომეპოვებინა – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ჩემპიონები გავხდეთ“- ეთერ ლიპარტელიანი.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. ფინალურ ბლოკში ქართველი სპორტსმენი ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.

მსგავსი თემები