პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული რუსი ჯაშუშების შვილებმა არ იცოდნენ, რომ რუსები არიან

რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული ცოლ-ქმრის ბავშვებმა არ იცოდნენ, რომ რუსები არიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. არტემ და ანა დულცევების 8 და 11 წლის შვილებმა მხოლოდ რუსეთში დაბრუნების შემდეგ შეიტყვეს, რომ ეროვნებით რუსები არიან. მეუღლეები სლოვენიაში ცხოვრობდნენ და არგენტინელებად ასაღებდნენ თავს.

„ბიბისი“ წერს, რომ ბავშვები რუსულ ენაზე არ საუბრობენ და საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყო ვლადიმერ პუტინი.

გავრცელებული ცნობით, წყვილი სლოვენიაში 2017 წელს ჩავიდა. მათ არგენტინული პასპორტები ჰქონდათ. არტემ დულცევს IT კომპანია ჰქონდა, ხოლო ანა დულცევას – ხელოვნების ონლაინ გალერეა. ისინი სლოვენიაში 2022 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

 

მსგავსი თემები