სომალში თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა

სომალიში, მოგადიშოს სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მებრძოლებმა განახორციელეს, რომლებიც სამხრეთ და ცენტრალური სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

 

 

მსგავსი თემები