სროლის საერთაშორისო ფედერაციამ ნინო სალუქვაძე დააჯილდოვა

ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ მონაწილეობა ზედიზედ მეათე ზაფხულის ოლიმპიადაზე მიიღო. ამ შედეგით 55 წლის ქართველი ტყვიის მსროლელი კანადელ იან მილართან ერთად თანარეკორდსმენი გახდა.

მიღწევის გამო, სროლის საერთაშორისო ფედერაციამ ნინო სალუქვაძეს სიმბოლური ჯილდო გადასცა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფინალში ვერ გადავიდა და პარიზში ასპარეზობა დაასრულა.

მსგავსი თემები