“ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია, თავს დამცირებულად ვგრძნობთ”- ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, რომ რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების ისტორიულ გაცვლასთან დაკავშირებით მათი ოჯახისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.  ხანგოშვილის თქმით, ის ახლა თავს დამცირებულად გრძნობს, რადგან მისი ძმის მკვლელი თავისუფალია. ამის შესახებ, მან ინტერვიუ გერმანულ გამოცემა “Bild”-ს მისცა.

„ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. თავს დამცირებულად ვგრძნობთ. შვილები დაობლდნენ, მე საყვარელი ძმა დავკარგე, მკვლელს კი შეუძლია საკუთარ ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია” – ამბობს ხანგოშვილი.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი თავისუფალია და ის ვლადიმერ პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს. ვადიმ კრასიკოვი პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა.

მსგავსი თემები