,,უკრაინაში სამთავრობო დონეზე მორიგი საკადრო ცვლილება იგეგმება” – ზელენსკი

უკრაინაში სამთავრობო დონეზე მორიგი საკადრო ცვლილება იგეგმება. ამის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მთავრობის მეთაურთან, დენის შმიგალთან უკვე ისაუბრა.

ივლისში უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერდა, რომ ზელენსკის გარემოცვის ცნობით, ის სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეცვლას გეგმავს.

„დღეს გავმართე თათბირი მთავრობის მეთაურთან, დენის შმიგალთან აღდგენის საკითხზე. კერძოდ, ხარკოვში, პოლტავის ოლქში, ვოლინსა და როვნოში ვიზიტებისა და ჩატარებული თათბირების შედეგებზე. ეს ეხება ობიექტების მშენებლობების დასრულებას და აღდგენის საკვანძო პრიორიტეტებსაც, ასევე ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, უზრუნველყონ სახელმწიფო ამოცანების სრული შესრულება.

სამთავრობო დონეზე მზადდება საკადრო გადაწყვეტილებები, ასევე დამატებითი გადაწყვეტილებები, რომ უკვე ამ შემოდგომაზე მეტმა უკრაინელმა ბავშვმა შეძლოს სკოლებში სწავლა არა ონლაინ, არამედ ნორმალურად, რომ იყოს ნორმალური სასკოლო ცხოვრება იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ომის დროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები