გურამ თუშიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლა მოიგო. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე სენეგალელი მბანგნიკ ნდიაიე იყო. თუშიშვილმა სენეგალელ ძიუდოისტს იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გადავიდა.

გურამ თუშიშვილის მეტოქე ოლიმპიადის 1/4 ფინალში ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი იქნება. რინერი ორგზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონია.

 

მსგავსი თემები