,,იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება” – რა მოხდა ხაშურის მერიაში

გამოცემა ,,მოზაიკა” სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, სერგო ლალიაშვილი, მერის მოადგილეს, ზვიად გოგუაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

,,მოხდა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეხება. სერგო ლალიაშვილი სამუშაო ოთახში მიუვარდა ზვიად გოგუაძეს. დაპირისპირება ბიბლიოთეკის შენობის თემას მოჰყვა”, – თქვა მეხრიშვილმა.

ზვიად გოგუაძეს გამოცემასთან მომხდარის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უთხრა, რომ გაუგებრობა იყო და ყველაფერი მოგვარდა: ,,არაფერი საგანგაშო არ მომხდარა, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რაც უკვე მოგვარდა”.

მსგავსი თემები